ყვავილოვანი კომბოსტო არაჟნით ყვავილოვანი კომბოსტო არაჟნით />


  06:31:01     09-04-2012

ყვავილოვანი კომბოსტო არაჟნით

a16895.jpg

მასალა:

ყვავილოვანი კომბოსტო 1 კგ.

არაჟანი 100 მლ.

კვერცხი 1 ც.

კარაქი 60 გრ.

პურის ფქვილი 20 გრ.

რძე 100 მლ.

ყველი 50 გრ.

მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ ყვავილებად და მოვწალოთ მარილწყალში, შემდეგ წყალი გადავსხათ, კომბოსტო გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, მოვასხათ მომზადებული სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

სოუსის მომზადება:

კარაქში შევწვათ ფქვილი, დავასახთ რძე და ვხარშოთ სანამ არ შესქელდება (ხარშვის პერიოდში განუწყვეტლივ ვურიოთ), შემდეგ დავამატოთ არაჟანი კვერცხში არეული, მოვაყაროთ მარილი,  კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან.

0

ავტორი: