თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო და გამოფენა თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო და გამოფენა />


  10:33:51     06-04-2012

თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო და გამოფენა

a16818.jpg

7 აპრილს, შაბათს, ხარება დღეს, 17 საათზე, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში, (ჯავახიშვილის 1, მეტრო რუსთაველთან) გაიმართება პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო და გამოფენა.

პოეტი და ფრანგული გიმნაზიის მოსწავლეები, საეკლესიო პირები და თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები წაიკთხავენ ავტორის ლექსებს.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ჩოხოსნები, ცნობილი ლიტერატორები, ხელოვნების მოყვარულები.

გამოფენილი იქნება თინათინ მღვდლიაშვილის მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნილი სურათები, სერიიდან „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“.

დასწრება თავისუფალია.

გავიხსენოთ, თინათინ მღვდლიაშვილის მიერ მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ორი ლექსი.

მერაბის ია

მერაბ კოსტავას

მე შენს სახელზე
ლურჯი ია დავრგე, შავლეგო, -
თავისუფლების ლურჯი მაცნე, გასაოცარი,
სათუთ ფოთლებზე
პეშვით ცრემლი შემოვაპკურე,
რას გაუყვია ქალის ცრემლი
და ნატახტარი...
მე შენს სახელზე
მუხა უნდა დამერგო, მერაბ,
ვერ მოვასწარი!..

ქართველები შეარიგე, მერაბ!

საქართველოს ერთგულება ენატრება,
სიყვარული ენატრება გელათს!
მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,
ქართველები შეარიგე, მერაბ!

საქართველოს სამართალი ენატრება,
საქართველო შინდისფერად ელავს,
ანგელოზებს შეავედრე სამართალი,
სათნოება შეავედრე, მერაბ!

მუქი ნისლი დასწოლია შავნაბადას,
თეთრი ცხენი ელოდება მხედარს,
საქართველოს ბასიანი ელანდება
და დიდგორი ესიზმრება, მერაბ!

ცრემლიანი შემოგვყურებს ღვთისმშობელი,
სამთავისი სევდიანად რეკავს,
მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,
ქართველები შეარიგე, მერაბ!

0

ავტორი: