05:55:11     05-04-2012
ლობიო ქოთანში ბერძნულად
მასალა:
150 გ ლობიო
500 გ წყალი
150 გ ხახვი
30 გ ზეთი
დაფქული წითელი წიწაკა
პილპილი და მარილი
ლობიო ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ერთი ღამე. მეორე დღეს მოვხარშოთ და ნახარში შევინახოთ ცალკე. რგოლებად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში შეწითლებამდე, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და წიწაკა. კერამიკულ ქოთანში მორიგეობით ჩავაწყოთ ჯერ ლობიოს ფენა, შემდეგ შემწვარი ხახვის ფენა (ისე, რომ ზემოთ დარჩეს ლობიოს ფენა), მოვასხათ დარჩენილი ზეთი და წყალი რომელშიც ლობიო იხარშებოდა. შევდგათ ქოთანი აირღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 20 წუთის განმალობაში და მაგიდასთან მივიტანოთ ამავე ჭურჭელში.
0