თამარ რუხაძეს ბიძინას რისხვა დაატყდა თავს თამარ რუხაძეს ბიძინას რისხვა დაატყდა თავს />


  21:19:21     03-04-2012

თამარ რუხაძეს ბიძინას რისხვა დაატყდა თავს

a16731.jpg

ჯერ უცნობია როდის დაიწყებს მაუწყებლობას  ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი და დაფინანსებული „მეცხრე არხი“, რომლის „დიასახლისიც“ ეკატერინე  ხვედელიძეა.

მართალია „მეცხრე არხს“ გენერალური დირექტორიც გამოუცვალეს და საინფორმაციო სამსახურის უფრoსიც, თუმცა ირკვევა, რომ ივანიშვილმა სასურველ კადრს მაინც ვერ მიაგნო.

ჯერ ეთერში არგასული ტელევიზია მაინც მუშაობს და შიდა ეთერისთვის მნიშვნელოვან თემებს მაინც აშუქებენ. რომელი თემაა მნიშვნელოვანი, ამას ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად, ივანიშვილი წყვეტს. რიგ შემთხვევაში კი, ირაკლი ტრიპოლსკი საკუთარ თავზე იღებს, ოლიგარქთან შეთანხმების გარეშე, რადგან იცის რა მოეწონება ივანიშვილს და რა არა.

მართალია არხის ხელმძღვანელობა ამტკიცებს ივანიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევაო, მაგრამ ცენზურის პირველ მცდელობას გუშინ უკვე ჰქონდა ადგილი. როგორც „პრესა.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, გუშინ „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თამარ რუხაძეს საყვედური უთხრეს. საყვედური კი პირადად ივანიშვილისგან მoდიოდა.

ოლიგარქი სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. მოგვიანებით შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, როგორც ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, ასევე რამდენიმე მედიასაშუალებით. დიასპორასთან შეხვედრაზე მისულმა ივანიშვილმა „მეცხრე არხის“ მიკროფონი ვერ დაინახა, რასაც მისი მწვავე რეაქცია და  საყვედური  მოჰყვა არხის ხელმძღვანელობისა  და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მისამართით.

როგორც ირკვევა, „მაესტროდან“ „მეცხრე არხში“ გადაბარგებულმა თამარ რუხაძემ,  შიდა ეთერისთვის საჭიროდ არ ჩათვალა ოლიგარქის დიასპორასთან შეხვედრა და მიიჩნია, რომ ვიდეო კადრებს ივანიშვილის პრესსამდივნოც „აკრეფდა“.

ამის გამო ოლიგარქი განაწყენდა და საყვედურიც არ დაიშურა.

„პრესა.ჯი“-მ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სცადა „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან თამარ რუხაძესთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ კი განგვიმარტა, რომ თათბირზე იმყოფება და ვერაფერს  გვიპასუხებს.

0

ავტორი: