10:32:50     03-04-2012
ფაბერჟეს კვერცხები და მათთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები
როგორც თანამედროვე ბიზნესის წარმომადგენლები იტყოდნენ - ფაბერჟე, ეს მეტად ცნობილი და ყველასთვის სასურველი ბრენდია. ეს კი სრული ჭეშმარიტებაა. ფაბერჯეს დეკორატიული კვერცხების ცნობილი სერია დღემდე მეტად აქტუალურია. ისინი ძირითადად კერძო და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმების საკუთრებანი არიან. ფაბერჟეს კვერცხები არა მარტო იუველირების, არამედ მსოფლიო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღებას იპყრობენ.
აღნიშნული კვერცხების ისტორია ჩვენ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაგვიყვანს. ყველზე პირველი კვერცხი, რომელსაც შემდგომი 70 ეგზემპლარი მოჰყვა, კარლ ფაბერჟემ ალექსანდრ III-ის მეუღლისთვის, მარია ფედოროვნასთვის შექმნა. ნაკეთობა ვიზუალური თვალსაზრისით ტრადიციულ, რუსულ „მატროშკას“ ჰგავდა. ქათმის კვერცხის ფორმის მქონე საიუველირო ნაკეთობა დიდ საიდუმლოს ინახავდა. პირველი კვერცხის შიგნით გვირგვინი ინახებოდა. თუმცა, იმპერატორმა სამეფო ატრიბუტის ამ კვერცხისთვის მინდობაზე უარი თქვა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბეჭედი მოათავსა შიგნით. რაც შეეხება დედოფალს, იგი საჩუქარმა აღაფრთოვანა და ამის შემდეგ სააღდგომოდ მსგავსი დეკორატიული საჩუქრების მიღება ტრადიციად იქცა. რაც შეეხება კარლ ფაბერჟეს, იგი სამეფო კარის იუველირად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ახალი კვერცხი ახალ საიდუმლოს შეიცავდა. ეს სამეფო ოჯახისა და იუველირის მოლაპარაკების აუცილებელი პირობა იყო. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ერთი ფაბერჯეს კვერცხის დასამზადებლად სრული ერთი წელი იყო საჭირო. ასეთი სამუშაოს შესრულება კი შეუძლებელი იყო პროფესიონალი იუველირების, მიხაილ პერხინის, ჰენრიხ ვიგსტრომის, ავგუს ჰოლსტრომისა და ერიკ კოლინის გარეშე.
მამის მიერ დადგენილი ტრადიცია ნიკოლოზ მეორემაც განაგრძო. მაგარმ ამ შემთხვევაში კარლ ფაბერჟეს ორი საჩუქრის მომზადება დაევალა. ერთი ალექსანდრა ფედოროვნასთვის, მეორე კი მარია ფედოროვნასთვის.
ეს უნიკალური საიუველირო ნაკეთობები სწრაფად იხვეჭდნენ პოპულარობას. კარლ ფაბერჟეს შეკვეთებს მრავალი მდიდარი ოჯახები აძლევდნენ. ასევე იუველირს უწევდა იმ შეკვეთების მიღებაც, რომლებიც სამეფო ოჯახისთვის დამზადებული კვერცხების ასლების შექმნას გულისხმობდნენ. რა თქმა უნდა, ყოველივე ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული.
დღეისათვის იმის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს, რომ კარლ ფაბერჟე მდიდარი ოჯახებისთვის ნამდვილად ამზადებდა კვერცხებს, მაგრამ მსგავსი რეალობის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მეტად დიდი და საინტერესო სიმდიდრე გააჩნია.
0