10:03:45     03-04-2012
ხაჭოს კვერები
მასალა:
500 გრამი ხაჭო
2 ცალი კვერცხი
1 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი
80 გრამი კარაქი
2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
½ ჩაის ჭიქა მურაბა ან არაჟანი
მარილი გემოვნების მიხედვით
დაფშვნილ ხაჭოში ჩავახალოთ 2 კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი. დავყოთ კვერცხისოდენა გუნდებად. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გავაბრტყელოთ ეს რგოლები თითის სისქეზე. დავაწყოთ წინასწარ გაცხელებულ კარაქმოსხმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხარეზე. როცა კარგად შეწითლდება, დავაწყოთ დიდ თეფშზე. ზედ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და მოვასხათ მურაბა ან არაჟანი.
0