08:58:55     02-04-2012
ძროხის ხორცი ხახვით
მასალა:
1 კგ ძროხის ხორცი
1,5 კგ ახალი თავიანი ხახვი
1 მოზრდილი თავი ხახვი
7 კბილი ნიორი
300-400 მლ ტომატის წვენი
6 ბულგარული წიწაკა
ზეთი, დაფნის ფოთოლი
2 ს/კ ძმარი
მარილი-პილპილი
ახალი თავიანი ხახვი ჩავალბოთ წყალში. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხოლო ხახვი წვრილ ნაჭრებად. ხორცი და დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში შეწითლებამდე, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ ძმარი და ცოტახნით მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ტომატის წვენი, ცოტაოდენი წყალი, დიდ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მთლიანი ნიორი და ვხარშოთ ხორცის მომზადებამდე. გავასუფთაოთ ხახვი, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ ხორციან მასას და ვშუშოთ შესქელებამდე.
0