10:17:15     30-03-2012
ხაჭაპური საფუარიანი ცომისაგან
მასალა:
1 კგ. ფქვილი
30–40 გრამი საფუარი
2 ჩაის ჭიქა სითხე (წყალი ან რძე)
3–4 სუფრის კოვზი (ცომისათვის) + 2 ს/კ (ყველის სატენისთვის) ცხიმი
3–4 ცალი (ცომისათვის) + 2–3 ცალი (ყველის სატენისთვის) კვერცხი
1 კგ. ყველი
ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), გავათბოთ, გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცხიმი გავადნოთ და ვზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 1–4 საათით. გაფუების პროცესში ცომი შეიძლება 2–3–ჯერ დავზილოთ.
მოვამზადოთ ყველის სატენი შემდეგნაირად: ყველი დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ ცივი წყალი და დავალბოთ (თუ ყველი მარილიანია). რამდენად მარილიანია ყველი, დალბობის დროც იმის მიხედვით განისაზღვრება. სულ უმარილო, ახალ ყველს დალბობა არ სჭირდება.
ყველი კარგად დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი და ცხიმი. ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი მოყვანილობა, მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ.
ასეთი ხაჭაპურის გამოცხობა შეიძლება კეცში, ღუმელში და ტაფაზე. თუ ხაჭაპურს ღუმელში გამოვაცხობთ, ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული.
0