ბანანის კოდე ბანანის კოდე />


  09:43:34     28-03-2012

ბანანის კოდე

a16535.jpg

მასალა:

    ½ კგ. ბრინჯი

    6 ბანანი

    2 ფორთოხალი

    2 მანდარინი

    2 ვაშლი

    რამდენიმე ალუბალი

    100 გ. წყალი

    80 გ. შაქარი

ბრინჯი მოვხარშოთ რძეში, მოვათავსოთ ლანგარზე და შუაში ძაბრისებურად ამოვაღრმავოთ. ბანანი, ფორთოხალი, მანდარინი და ვაშლი დავჭრათ ნაჭრებად. წყლისგან და შაქრისგან მოვამზადოთ სიროფი. სიროფის წამოდუღებისთანავე,  მასში სათითაოდ ჩავუშვათ ზემოთ ჩამოთვლილი ხილის ნაჭრები და 2–3 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ (ჯერ ერთი სახეობის, შემდეგ მეორე და ა.შ). სიროფიდან ამოღებულ ხილის ნაჭრებს გადავავლოთ წყალი, შევურიოთ ერთმანეთს და ჩავაწყოთ ბრინჯის ჩაღრმავებაში. ირგვლივ შემოვაწყოთ ბანანის ნაჭრები და მოვრთოთ ალუბლით.

0

ავტორი: