ყველის ნამცხვარი ნაღებით ყველის ნამცხვარი ნაღებით />


  03:48:31     26-03-2012

ყველის ნამცხვარი ნაღებით

a16439.jpg

მასალა ბისკვიტისთვის:

    30 გ. კარაქი

    2 ცალი კვერცხი

    1 მწიკვი მარილი

    100 გ. შაქარი

    60 გ. ფქვილი

სხვა მასალა:

    3/2 ს.კ. წვრილად დაფხვნილი ჟელატინი

    4 ს.კ. რძე

    3 კვერცხის გული

    100 გ. შაქრის პუდრა

    500 გ. ახლადამოყვანილი მოხდილი ჭყინტი ყველი

    2 ს.კ. ლიმონის წვენი

    500 გ. ნაღები (ცხიმ. 33-35%)

    პერგამენტი ფორმისთვის

    შაქრის პუდრა მოსაყრელად

გააცხელეთ ღუმელი. ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტი. გაადნეთ კარაქი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, დაუმატეთ შაქარი და კვერცხის გული, თან ურიეთ. შეურიეთ ფქვილი და კარაქიც. ცომი მოათავსეთ ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, დადეთ ცხაურზე და გააცივეთ.

გააცხელეთ რძე, დაუმატეთ ჟელატინი და ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება (არ ადუღოთ). კვერცხის გული და შაქრის პუდრა ათქვიფეთ ორთქლზე სქელი, კრემისებური მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ჟელატინიანი რძე. დაჭყლიტეთ ყველი, შეურიეთ ლიმონის წვენი, აქციეთ ერთგვაროვან მასად და შეურიეთ ჟელატინიან კრემს. ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ კრემის მიღებულ მასას.

ბისკვიტი გაჭერით სიგანეზე. ქვედა ფენას შემოავლეთ ტორტის ფორმის გასახსნელი რგოლი. წაუსვით კრემი. მეორე ფენა გაჭერით 12 ნაწილად და დააწყვეთ კრემზე ან მოამზადეთ კრემის ახალი მასა და მოათავსეთ მასზე მეორე ნამცხვრის მისაღებად. დადგით გრილ ადგილას 2-3 საათით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

0

ავტორი: