ფინიკის ნამცხვარი ფინიკის ნამცხვარი />


  08:09:11     21-03-2012

ფინიკის ნამცხვარი

a16308.jpg

მასალა:

    500 გრამი უკურკო ფინიკი

    1 ცალი კვერცხი

    1 ჩაის ჭიქა შაქარი

    1 სუფრის კოვზი არაჟანი

    1 სუფრის კოვზი ზეთი

    1 ჩაის კოვზი სოდიანი ძმარი

    1/2 ჭიქა დაფქული თხილი ან ნიგოზი

    ფქვილი – რამდენსაც შეიზელს

ფინიკი დაკეპეთ, შეათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი, ზეთი, ცოტაოდენი ვანილი, სოდიანი ძმარი, პურის ფქვილი, ნიგოზი. მომაგრებულ ცომს სასურველი ფორმა მიეცით, თბილ ტაფაზე დადეთ და ღუმელში გამოაცხვეთ. სურვილისამებრ ზემოდან მოასხით შოკოლადი.

0

ავტორი: