პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გლდანის №8 დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გლდანის №8 დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა />


  17:02:45     20-03-2012

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გლდანის №8 დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

a16299.jpg

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გლდანის №8 დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

ღონისძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. 

მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობის მიზნით,  ეროვნული ბიბლიოთეკა პენიტენციურ დაწესებულებებს სხვადასხვა ჟანრის  ლიტერატურით უზრუნველყოფს.

ბიბლიოთეკა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ფუნქციონირებს.

ბიბლიოთეკების განახლებას სისტემატური ხასიათი გააჩნია.

მსჯავრდებულთა განათლებისა და  რესოციალიზაციის   ხელშეწყობა სასჯელაღსრულების,

პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი

პრიორიტეტია.

Presa.ge

0

ავტორი: