ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ სტრატეგია ავღანეთში არ შეიცვლება ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ სტრატეგია ავღანეთში არ შეიცვლება />


  04:54:44     19-03-2012

ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ სტრატეგია ავღანეთში არ შეიცვლება

a16231.jpg

აშშ-ის უმაღლესი სამხედრო პირი აცხადებს, რომ უკუსვლის მიუხედავად, ავღანეთში კოალიციის მიზანი უცვლელია. გენერალმა მარტინ დემპსიმ, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, პირობა დადო, რომ ბოლომდე იქნება გამოძიებული ამერიკელი ჯარიკაცის მიერ16 სამოქალაქო პირის დახოცვის ფაქტი. სერჟანტ რობერტ ბეილსი, რომელიც ამ საშინელი ტრაგედიის ერთადერთი დამნაშავეა, აშშ-ის ერთ-ერთ ციხეშია იზოლირებული.

გენერალმა დემპსიმ განაცხადა, რომ 2013 წელი იქნება საეტაპო, როდესაც ავღანეთის უსაფრთოხების ძალები ერთი წლით ადრე აიღებენ მთელ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის უსაფრთხოებაზე. აშშ-ის ტელევიზიაში საუბრისას, დემპსიმ პაკისტანი სტაბილური ქვეყანა უწოდა და ოპტიმიზმით აღნიშნა, რომ ისლამაბადი და ვაშინგტონი შეძლებენ ურთიერთობის აღდგენას, რაც უკიდურესად გაართულა 24 პაკისტანელი ჯარისკაცის შემთხვევითმა დახოცვამ ნატოს ავიაციის მიერ.

წყარო

0

ავტორი: