მოხარშული სტაფილოს სალათა მოხარშული სტაფილოს სალათა />


  12:49:04     17-03-2012

მოხარშული სტაფილოს სალათა

a16199.jpg

მასალა:

    500 გ სტაფილო

    1 კბილი ნიორი

    1 ყავის კოვზი დაფქვული წითელი წიწაკა

    1 ყავის კოვზი კვლიავი

    1 მუჭა წვრილად დაჭრილი ოხრახუში

    1 ს/კ ზეთი

    2ს/კ ძმარი

    მარილი გემოვნებით

გავასუფთავოთ სტაფილო, დავჭრათ რგოლებად ან წვრილ ღერებად და მოვხარშოთ მარილიან წყალში ნიორთან ერთად. გამზადებული სტაფილო გადავიტანოთ საწურზე და გავწუროთ. შემდეგ მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, კვლიავი, ოხრახუში, მოვასხათ ძმარი და ზეთი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და გავაციოთ.

0

ავტორი: