12:48:20     17-03-2012
კოქტეილი “ჩიპოლინო” (სამარხვო)
მასალა:
250 გრამი სტაფილო
75 გრამი თავიანი ხახვი
75 გრამი ნიახური
100 გრამი ვაშლი
მარილი და შაქრის ფხვნილი გემოვნებით
თავიანი ხახვი გავფრცქვნათ, ნიახური, სტაფილო და ვაშლები გავრეცხოთ და გავფრცქვნათ. წვენსაწურში მათგან ცალ-ცალკე გამოვწუროთ წვენი. შემდეგ ერთმანეთს შევურიოთ და მარილი და შაქრის ფხვნილი გემოვნებისამებრ დავუმატოთ. ჭიქაში ჩასხმულს შეგვიძლია ერთი ჩაის კოვზი არაჟანი ჩავუმატოთ.
0