06:15:42     16-03-2012
აშშ-მ, მსოფლიო, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სიმდიდრის სავანედ აქცია...

ამერიკული მედიის მიხედვით, 1941 წლისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არსებობდა, რომლებსაც გაეგოთ, თუ რა იყო დემოკრატია და დემოკრატიული მმართველობა. დღეისათვის კი, ასეთი ქვეყნები საკმაოდ მრავლადაა. 1950 წლიდან, მსოფლიო საზოგადოებამ შიმშილი გარკვეულწილად შეწყვიტა.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, მსოფლიო ისტორიაში ცნობილი ყველაზე დამანგრეველი ომები მოხდა, მაგრამ შემდგომი სამოცი წლის განმავლობაში არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო სერიოზულ ომში აღარ ჩაბმულა.
სწორედ ასეთი მსოფლიო შექმნა ამერიკამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალური ლიდერი გახდა. შესაძლებელი იქნება თუ არა ასეთი სტატუსის შენარჩუნება, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის, როგორც ერთ–ერთი ლიდერი ქვეყნის ძალა შესუსტდება? ამერიკელების გარკვეული ნაწილი ირწმუნება, რომ „პოსტამერიკული“ მსოფლიო ამერიკული ცხოვრებისგან მკვეთრად არ გამოირჩევა და ერთადერთი რაც ჩვენ უნდა მოვიმოქმედოთ, უნდა შევძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების „შესუსტების პროცესის“ კონტროლი.
შევეხოთ დემოკრატიის საკითხსაც. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, მსოფლიო საზოგადოება დემოკრატიულობას უჭერდა მხარს. პოსტამერიკულ მსოფლიოში კი ეს ბალანსი შესაძლოა დაირღვეს.
ჩინეთიც და რუსეთიც ცდილობენ ისეთი დიქტატორების დაცვას, როგორიც ბაშარ ასადია. თუ ისინი უფრო მეტ ძალას მიიღებენ სამომავლოდ, ჩვენ ნაკლებ დემოკრატიულობასა და მეტ ავტოკრატებსა და ძალმომრეებს ვიხილავთ - წერს ამერიკული პრესა.
რა ბედი ელის მსოფლიო ვაჭრობასა და ეკონომიკას? ჩინეთი და სხვა მსგავსი განვითარებადი ქვეყნები დაინტერესებულები არიან, რომ ამ საქმიდან რაც შეიძლება დიდი გამორჩენა მიიღონ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი სარგებელს ღია საერთაშორისო ეკონომიკიდან იღებს, რაღაც მომენტში მათ შეუძლიათ ეს აწყობილი სისტემა დაარღვიონ მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის მთავარი იმ მმართველობის შენარჩუნებაა, რომელიც დღეისათვის მათ ქვეყანაში არსებობს.
და საბოლოოდ, რა ბედი ეწევა იმ მსოფლიოს, რომელიც გიგანტი ქვეყნების ერთობითაა შექმნილი და სადაც სრული იდილია სუფევს უკანასკნელი 60 წლის მანძილზე? ბევრი თვლის, რომ მსგავსი იდილია მომენტალურად განადგურდება.
ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ დღეისათვის მსოფლიოში არსებული გარკვეული სიმშვიდე, რომელიც გიგანტი ქვეყნების მეგობრობას გულისხმობს, კაცობრიობის წარმატებული წინსვლის შედეგია. ასევე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ სიმშვიდისა და სტერეოტიპების დარღვევა, განადგურება ძალიან მარტივია და ეს აუცილებლად მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა სხვა გიგანტი ქვეყნისგან დამოუკიდებლად, არასწორ ნაბიჯს გადადგამს.
რა მოხდება ამ შემთხვევაში? ის წინსვლა, რომელსაც კაცობრიობის განვითარებას მივაწერთ, უკან დარჩება და შედეგი კვლავ გასული საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარი ძალადობის მსგავსი იქნება. მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სწორედ ასეთ სიტუაციას გაურბიან, არა იმიტომ, რომ ერთს მეორის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ ასეთი გზით განადგურდება ეკონომიკა, საცხოვრებელი პირობები და ყოველივეს დაწყება თავიდან იქნება აუცილებელი, რაც არავისთვის სახარბიელო მდგომარეობა არ არის.
0