რამდენი გადაუხადა ივანიშვილმა „მეოცნებე“ პოლიტიკოსებს (ოფიციალური დოკუმენტი) რამდენი გადაუხადა ივანიშვილმა „მეოცნებე“ პოლიტიკოსებს (ოფიციალური დოკუმენტი) />


  22:03:28     15-03-2012

რამდენი გადაუხადა ივანიშვილმა „მეოცნებე“ პოლიტიკოსებს (ოფიციალური დოკუმენტი)

a16155.jpg

ოლიგარქის კიდევ ერთი ფინანსური სკანდალი: როგორც საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ამ წუთებში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან „მეოცნებეებისთვის“ თანხების გადარიცხვა წინააღმდეგობაში მოდის ქართულ კანონმდებლობასთან.

საინტერესო ფაქტი: აღმოჩნდა, რომ „მეოცნებეები“, კონკრეტულად კი საინიციატივო ჯგუფის წევრები, მაგალითად „სექსოლოგი“ არჩილ კბილაშვილი და ელისო ჩაფიძე, ასევე „რესპი“ პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ოლიგარქისგან სოლიდურ ჰონორარს იღებენ.

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი ანგარიშიდან, თანხები ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ანგარიშზე გადარიცხა: 

1.  ალექსანდრე ბარამიძეს - 12 500 ლ

2.   ალექსი პეტრიაშვილი - 6250 ლ

3.   ანა გოჩაშვილი - 5000 ლ

4.   ანა ქობულაძე - 1250

5.   არჩილ კბილაშვილი - 12 500

6.   არჩილ ჩხარტიშვილი - 2500 

7.   ბადრი პაიჭაშვილი - 2500

8.   გიორგი არაბული - 2500

9.   გიორგი გეგეჭკორი - 12 500

10.  გიორგი ვოლსკი - 12 500

11.  გიორგი უძილაური - 11 250

12.  გურამ კუციავა - 2500

13.  დავით ზურაბიშვილი 6 250

14.  დავით ლომიძე - 2500

15.  დავით ტყემალაძე - 3427,5

16.  ელისო ჩაფიძე - 6250

17.  ერეკლე ტრიპოლსკი - 95 097,75

18.  ვასილ ჯანიკაშვილი - 12 500

19.  ვახტანგ მამალაძე - 2500

20.  ვლადიმერ შენგალაია - 3 750

21.  ზაალ გოგსაძე - 12 500

22.  ზაზა ფირალიშვილი - 25 000

23.  ზაქარია ქუცნაშვილი - 12 500

24.  ზურაბ ბიგვავა - 12 500

25.  ზურაბ ქარუმიძე - 3 125

26.  თეა წულუკიანი - 6250

27.  თედო ჯაფარიძე - 12 500

28.  იმედა დარსალია - 2500

29.  ირაკლი სესიაშვილი - 12 500

30.  ირინე თევდორაშვილი - 3 750

31.  კახაბერ ჯონჯუა - 2500

32.  მაია მენაღარიშვილი - 2500

33.  მაია ფანჯიკიძე - 6 250

34.  მანანა თოქმაჯიშვილი - 5000

35.  ნანა მჭედლიშვილი - 5000

36.  ნინო გოგუაძე - 3 125

37.  ნოდარ ხადური - 21 250

38.  ნონა ყანდიაშვილი - 10 000

39.  რატი ამაღლობელი - 12 500

40.  ტატიანა დათიკიშვილი - 3 750

41.  ქეთევან შაიშმელაშვილი - 1250

42.  ქეთევან ჩიგოგიძე - 1750

43.  შალვა თადუმაძე - 12 500

საერთო ჯამი 406 525,3

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, სპეციალური განცხადება გაავრცელა კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა, რომელსაც „პრესა.ჯი“ უცვლელად და სრულად გთავაზობთ.

მონიტორინგის სამსახურის განცხადება

15.02.2012

 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფინანსები ექვემდებარება სრულ გამჭვირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას.

პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკურ ხარჯებს უნდა ახორციელებდნენ კანონის შესაბამისად და სპეციალურად განკუთვნილი ანგარიშებიდან.

ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ამ ორგანიზაციის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან.

დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები პირად დაფინანსებას იღებენ  ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან.

დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 406  000  ლარს.

დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს  სამართალდარღვევას.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე.

0

ავტორი: