19:36:17     15-03-2012
ოლიგარქის მორიგი ცენზურა: შეშინებულმა ივანიშვილმა "სახალხო კრების" კრიტიკა აკრძალა

ივანიშვილი და მისი ამფსონები "სახალხო კრებას" დაუპირისპირდნენ, ჩანაწერის დაჭრის, ბურჯანაძის კრიტიკისა და ოლიგარქის მხრიდან ოპოზიციის დანაწევრების იდეას ,"კრებელების" მძაფრი რეაქცია მოყვა. კრების წევრების შემოტევას კობა დავითაშვილი მორცხვად გამოეხმაურა.
კობა "ნავერტილაძემ", "პრესა.ჯი"-ს უთხრა, "კრებელების" განცხადებები ვერ მოახდენს გავლენას ჩვენზეო, თავის მხრივ კი, კრების წევრებმა დავითაშვილს გაჰკრეს კბილი, ჯიბეში ბიძინას ფული დაიგულა და თავი არჩევნებში გამარჯვებული ჰგონიაო.
დავითაშვილმა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" გაურკვეველია რას კურირებს და რა ფუნქციითაა დაკავებული, აღნიშნულ თემაზე შეფთან დაიწუწუნა, მაგათ დებატებში დავუჯდები და გავაცამტვერებო, რაზეც ივანიშვილისგან უარი მიიღო: კრიტიკას ცოტა ხანი შეეშვი, "კრების" წევრთა ნაწილის გადმობირებაზე ვმუშაობო.
"პრესა. ჯი" კომენტარისთვის კობა დავითაშვილს დაუკავშირდა, თუმცა, ივანიშვილის "იმიჯმეიკერი" ისეთი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, რომ ეჭვები ოლიგარქის მიერ "კრებელთა" კრიტიკის აკრძავლის შესახებ, უფრო გამძაფრდა.
კობა დავითაშვილი: არანაირი შეფასება არ მაქვს. არ ვაპირებ მათთან პოლემიკაში შესვლას.
- ვუსურვებ წარმატებებს ამ სიმწვავეში..
- ვუსურვებ წარმატებებს შემდგომ მწვავე განცხადებებში ჩემი მისამართით.
- სახალხო კრების თანამშრომლობაზე, სახალხო კრების თაობაზე, არანაირ კომენტარს მე არ გავაკეთებ. (მწვავე ტონით..)
- ნუ... არ მინდა ამ თემაზე...
- რა ვიცი, კაცია და გუნება, ხომ იცი...
0