06:30:43     14-03-2012
აშშ-ის და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა, მანასის ბაზის მომავალზე იმსჯელეს
მინისტრმა ლეონ პანეტამ შეხვედრები გამართა ყირგიზეთის ლიდერებთან იმის ხაზგასასმელად, რომ აშშ ყირგიზეთის მანასის სამხედრო ბაზის გამოყენებას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს. როგორც ყირგიზეთში ჩასული აშშ-ის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებს უთხრა, აშშ იმედოვნებს, რომ გაჩნდება შესაძლებლობა მანასის საჰაერო ბაზის გრძელვადიანი პერსპექტივით დაქირავებისთვის.
მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2014 წელს ეწურება. როგორც იუწყებიან, ყირგიზეთის თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ბუსურმანკილ ტაბალდიევმა, პანეტას უთხრა, რომ ბიშკეკი მზად არის მანასის სატრანზიტო ცენტრი არასამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული - თუმცა 2014 წლის შემდეგ იქ „სამხედრო მისია აღარ უნდა მოქმედებდეს“. პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს ნათქვამი აქვს, რომ ამ ბაზის არსებობა ყირგიზეთს მოწყვლადს ხდის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გამო გადადგმული სამაგიერო ნაბიჯების მიმართ.
0