ქამა ან კალმახა სოკო ერბო-კვერცხით ქამა ან კალმახა სოკო ერბო-კვერცხით />


  06:03:24     14-03-2012

ქამა ან კალმახა სოკო ერბო-კვერცხით

a16073.jpg

მასალა:

    600 გრამი სოკო

    100 გრამი ხახვი

    2 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი

    2 სუფრის კოვზი ერბო

    3 ცალი კვერცხი

    მარილი გემოვნების მიხედვით

კარგად დარჩეული გარეცხილი სოკო დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ერბოში ხახვთან ერთად. მოვაყაროთ მარილი. კარგად რომ მოიხრაკება, ჩავასხათ ათქვეფილი 3 კვერცხი და კიდევ ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ მწვანილი.

0

ავტორი: