ლევან ბეჟაშვილი:  ვაზუსტებთ ინფორმაციას, რამდენად კანონშესაბამისია პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა ლევან ბეჟაშვილი: ვაზუსტებთ ინფორმაციას, რამდენად კანონშესაბამისია პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა />


  16:08:24     13-03-2012

ლევან ბეჟაშვილი: ვაზუსტებთ ინფორმაციას, რამდენად კანონშესაბამისია პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა

a16065.jpg

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, დღეს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკითხვას ახორციელებს. მოტივი, აქტივისტების მიერ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის კუთვნილ ბანკში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს, რამდენიმე ათეული ათასი ლარი ჩაერიცხათ, რომლის დიდი ნაწილიც უკანვე დაუბრუნეს ოლიგარქს, „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხვით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, რამდენიმე ადამიანი დაკითხვაზე დაიბარა.

დღეს, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგოგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, ხდება ინფორმაციის დაზუსტება, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა.

„ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება ხდება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი“– განმარტა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოგელაძის უწყება კანონსაწინააღმდეგოდ  მოქმედებს და აქტივისტების დაკითხვის უფლება არა აქვს.

საპირისპიროს ყვებიან აქტივისტები. დაკითხვიდან გამოსული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ თავიანთ ფინანსურ წყაროებთან დაკავშირებით მხოლოდ შეკითხვებს უსვამენ. დღის განმავლობაში, მოგელაძის უწყება ყველა იმ ადამიანს დაკითხავს, ვინც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დაიბარა.

0

ავტორი: