10:04:24     13-03-2012
შოკოლადიანი მსხალი
მასალა:
4 ცალი დიდი, მკვრივი მსხალი
30 გ მოხალული თხილი
100 გ დიეტური ხაჭო
2 ს/კ თაფლი
2 ცალი კვერცხის გული
მოსართავად:
100 გ შოკოლადი
2 ს/კ კარაქი
2 ს/კ კონიაკი
2 ს/კ ნაღები
პიტნის ფოთლები ან თხლად დაჭრილი მიწის თხილი
გარეცხილ-გამშრალებული მსხლები გათალეთ და შუა-შუა გაჭერით. ამოუღეთ რბილობი. უკურკო რბილობი გათქვიფეთ ბლენდერში და შემდეგ გაწურეთ.
ბლენდერში დააქუცმაცეთ თხილიც, შეათქვიფეთ ხაჭო, კვერცხის გულები, თაფლი, წვენგაწურული რბილობი და მიღებული მასით ამოავსეთ მსხლის გულები. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
პატარა ქვაბში დაადნეთ შოკოლადი, დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ კონიაკი, ნაღები და ადუღეთ 2-3 წუთით.
მსხალი გადმოიღეთ თეფშზე და მოასხით შოკოლადი. მორთეთ პიტნის ფოთლებით, ან თხილით.
0