10:03:46     13-03-2012
ხილის ნამცხვარი
მასალა:
1 ჭიქა შაქარი
2 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი სოდა
1 ჭიქა მომჟავო რძე ან იოგურტი
2 ჭიქა ფქვილი
1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
ნებისმიერი ხილი
შაქარი და კვერცხი კარგად ურიეთ მანამ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. რძეს დაუმატეთ სოდა და კარგად აურიეთ. ჩაასხით რძე კვერცხის ნაზავში და ისევ აურიეთ ეს ყველაფერი ერთად. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, ვანილიანი შაქარი და კარგად მოურიეთ.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ზედაპირი ხილის ნაჭრებით დაფარეთ. ზემოდან დაასხით ცომის მასა და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან, აცალეთ გაგრილება და ცხელ ჩაის გემრიელად მიატანეთ.
0