18:32:56     12-03-2012
ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად მიხეილ მაჭავარიანი დაინიშნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, მმართველმა გუნდმა, დღეს მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, პარტიის საერთაშორისო აქტივობის, რეგიონული ორგანიზაციების სტრუქტურისა და გენერალური მდივნის როტაციის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაცმოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტზე, მაჭავარიანმა ზურაბ მელიქიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე, ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.
წყარო: internet.ge
0