პუტინის გავლენა ელექტორატზე მნიშვნელოვნად შემცირდა - რუსეთი არჩევნების შემდეგ… პუტინის გავლენა ელექტორატზე მნიშვნელოვნად შემცირდა - რუსეთი არჩევნების შემდეგ… />


  17:51:38     12-03-2012

პუტინის გავლენა ელექტორატზე მნიშვნელოვნად შემცირდა - რუსეთი არჩევნების შემდეგ…

a16031.jpg

2011–2012 წლის საარჩევნო ეტაპი, რუსეთისთვის რიგითი გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ ამ ყველაფერს არ გადაუწყვეტია რუსეთის სამომავლო პოლიტიკის საკითხი.

როგორც დასავლური პრესა წერს, „ედინაია რასიამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო. ვლადიმირ პუტინმა იგი მიატოვა. ეს პოლიტიკური პარტია ამომრჩევლებმაც უგულებელჰყვეს. ახალ ხელისუფლებას ეს პარტია დასჭირდა, როგორც საამომრჩევლო ბაზა და რეგიონალური ძალა.

თუმცა, პარტიამ თავისი სახელი და გავლენა უკვე დაკარგა და იგი აღარ არის კარიერული ტრამპლინი ყველაზე ამბიციური პოლიტიკოსებისთვისაც კი. პარტიისთვის იმიჯის შექმნა, ან შესაბამისი შემცვლელის პოვნა კრემლისთვის საკმაოდ რთული იქნება.  

„არასისტემური“ ოპოზიციისთვის კი გასულმა სამმა თვემ შეუდარებლად განვლო. პუტინის გავლენა რუსეთის ელექტორატის შემადგენელ მთავარ ნაწილზე შესუსტდა. შესაძლოა ითქვას, რომ საპროტესტო აქციები და მოძრაობები პერსპექტიულ ერთობად იქცა, რომელსაც საშუალება ეძლევა პუტინის წინააღმდეგ იბრძოლოს.

თუმცა, ეს მოძრაობა ჯერჯერობით საკმაოდ არადისციპლინირებულია სერიოზული პოლიტიკური მოქმედებებისთვის. რუსეთი კი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყო „ძლიერი მმართველების“ დიქტატორული რეჟიმის გავლენის ქვეშ.

საჭირო იქნება დრო იმისათვის, რომ ახლადწარმოქმნილი ოპოზიციური ძალები ერთობლივი, უფრო ძლიერი აზრისა და იდეების ქვეშ გაერთიანდნენ. ამ პოლიტიკური ძალების პრობლემა კი ის არის, რომ მათ არ იციან, თუ კონკრეტულად რა უნდა მოიმოქმედონ სამომავლოდ. 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების პროტესტის მასშტაბურობა იმ ჩარჩოებს გასცდა, რომელსაც რუსეთის მმართველობა მოელოდა. პუტინი გაურბოდა ყოველგვარ წინასაარჩევნო კამპანიებს დიდი ძალისხმევით და მხოლოდ დაპირებების მიცემით შემოიფარგლებოდა. ცდილობდა საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები დაერწმუნებინა, რომ მის გარეშე ქაოსი დამკვიდრდებოდა. 

თუმცა, შესაძლოა ითქვას, რომ რამდენიმე თვის მანძილზე, რუსეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ხმაურიანი და ყურადღებამისაქცევი აღმოჩნდა. ეს კი მმართველ ელიტას არ აწყობს.

უკანასკნელმა რამდენიმე თვემ დაამტკიცა, რომ პუტინს მასობრივი ინფორმაციის წყაროების მკაცრი კონტროლი სურს. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ინტერნეტ სამყაროს კონტროლი მეტად რთულია და ოპოზიციამ სწორედ ამ მიმართულებით იპოვა ხსნა. 

პუტინის ტოლერანტობის დონეს ყურადღებით დააკვირდებიან, ისევე როგორც თვალთახედვის არედან არ გამორჩებათ ვლადიმიროვიჩის ურთიერთობა და დამოკიდებულება თავისუფალ პოლიტიკურ მოძრაობებთან.

პუტინს არცერთხელ არ წამოუწყია დიალოგი აქციის მონაწილეებთან. არც სხვა კანდიდატებთან დებატებში მიუღია მონაწილეობა. მან უპირატესობა აფორიზმებით გაჯერებულ სტატიებს მიანიჭა, სადაც საკუთარ აზრს გამოთქვამდა რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკურ მოძრაობებზე.

მისი განცხადებები უშუალოდ ეხებოდა საერთაშორისო ურთიერთობებს, დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ყველაფერი კი უხეშად გადიოდა უბრალო წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებიდან. 

აქედან გამომდინარე, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ პუტინის ბრძოლა ახალი რუსეთისთვის უბრალოდ რუსეთის საზოგადოების იმედია და არა ლოგიკაზე დაფუძნებული ფაქტი. მისი შემდეგი ნაბიჯი პრემიერ–მინისტრის დანიშვნასა და ახალი მმართველობის ფორმირებას გულისხმობს.

ყოველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მან თავისი დაპირებებით საზოგადოებას თავი მოაბეზრა, რადგან ამ ყველაფრის ადამიანების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს სჯერა. განსაკუთრებით დაუჯერებელია პრობლემა და მისი მოგვარების გზების დასახვა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მის სიტყვებს, დღეისათვის, შიდა აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ ენდობა. 

0

ავტორი: