კოფი ანანი, სირიის კრიზისის მოგვარების პერსპექტივას, ოპტიმისტურად აფასებს კოფი ანანი, სირიის კრიზისის მოგვარების პერსპექტივას, ოპტიმისტურად აფასებს />


  05:42:05     12-03-2012

კოფი ანანი, სირიის კრიზისის მოგვარების პერსპექტივას, ოპტიმისტურად აფასებს

a16001.jpg

სირიის საკითხებში, გაეროსა და არაბული ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი აცხადებს რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ზედიზედ მეორე დღეს მოლაპარაკების შემდეგ. თუმცა, დამასკოში, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ანანმა აღიარა, რომ შესაძლოა, ძნელი აღმოჩნდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. შაბათს ანანთან პირველი შეხვედრისას, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე, სანამ სირიაში მოქმედებას განაგრძობენ, მისი თქმით, „შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები“. ოპოზიციის აქტივისტების მონაცემებით, შაბათს, სულ ცოტა, 60 დისიდენტი იქნა მოკლული იდლიბის პროვინციაში.

წყარო

0

ავტორი: