04:51:48     12-03-2012
შამფურზე შემწვარი ქათამი
მასალა:
1 ცალი ქათამი
1 ჩაის კოვზი ერბო
1 ჩაის ჭიქა ფქვილი
2 ჩაის ჭიქა პამიდვრის საწებელი
მარილი გემოვნების მიხედვით
კარგად გარეცხილ-გასუფთავებული ქათამი ავაგოთ ხის შამფურზე და დავიწყოთ მისი ცეცხლის ახლოს შეწვა. 10 წუთის შემდეგ წავუსვათ ერბო და მაშინვე საცრიდან დავაცრათ ფქვილი და გავნაგრძოთ მისი შამფურზე ცეცხლის ახლოს ტრიალი. 10 წუთის შემდეგ კიდევ დავაცრათ ფქვილი ან დანაყილი ორცხობილა. ქათამი კარგად რომ შეიწვება, გადავიტანოთ ლანგარზე, მოვრთოთ მწვანე სალათით. სუფრაზე ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ პიმიდვრის ან ტყემლის საწებელი.
0