ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალი - „წმინდა ნინოს ჯვარი“ ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალი - „წმინდა ნინოს ჯვარი“ />


  12:29:49     10-03-2012

ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალი - „წმინდა ნინოს ჯვარი“

a15963.jpg

ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი “წმინდა ნინოს ჯვარი” ყოველწლიურად ივნისის თვეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

 ფესტივალის მთავარი პრიზის – წმინდა ნინოს ჯვრის ავტორია მარიკა მაჭავარიანი. კომპიუტერული ვერსია შორენა ოთხოზორიას ეკუთვნის.

წელსაც ფესტივალი ჩატარდება 2012 წლის ივნისში - თბილისში.

თითოეული ავტორისაგან მიიღება ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი 2012 წლის 31 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე:

[email protected]

[email protected]

ლექსს თან უნდა ერთვოდეს ავტორის ტელეფონის ნომერი.

საფესტივალოდ დაიბეჭდება საუკეთესო 50 ლექსისაგან შედგენილი კრებული.

3 გამარჯვებულს გადაეცემა ფესტივალის მთავარი პრიზი - წმინდა ნინოს ჯვარი.

ფესტივალის 5 მონაწილე დაჯილდოვდება წმინდა ნინოს ჯვრის გამოსახულებიანი მედალიონით.

ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ლექსების კრებულის - „წმინდა ნინო ქართულ პოეზიაში“ გამოცემა.

ავტორებმა წმინდა ნინოზე დაწერილი ლექსები უნდა გამოგზავნონ 31 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე:

[email protected]

ტელეფონი: 595 19 40 24.

გისურვებთ წარმატებებს!

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი.

. . .

მკითხველს შევახსენებთ, რომ პირველად ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი “წმინდა ნინოს ჯვარი” 2011 წლის 23 ივნისს ჩატარდა.

შარშან ლექსები წარმადგინა 228 ავტორმა, მათ შორის ქართველმა ემიგრანტებმაც. კრებულისთვის შეირჩა 68 ავტორის თითო ლექსი. კრებულში შევიდა რუსთავის N6 საპყრობილის მსჯავრდებულის ირაკლი გველებიანის ლექსი.

ფესტივალის ჟიურიმ მამა ილიამ (ნუგზარ ჩიკვაიძე), გივი ჩიღვინაძემ და მიხეილ ღანიშაშვილმა ქრისტიანული პოეზიის I ფესტივალის საუკეთესო ლექსებისთვის პრიზით “წმინდა ნინოს ჯვარი” დააჯილდოვა: გივი ილურიძე, მარიამ წიკლაური, ლია რუსიაშვილი, ბესო ხვედელიძე.

საორგანიზაციო კომიტეტმა (თავმჯდომარე ლია დაუშვილი) ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისა და პატრიოტიზმისთვის პრიზით “წმინდა ნინოს ჯვარი” დააჯილდოვა: ჭაბუა ამირეჯიბი – ბერი დავითი, ჯანსუღ ჩარკვიანი, თინათინ მღვდლიაშვილი, მამა ილია (ნუგზარ ჩიკვაიძე).

ფესტივალის ორგანიზატორები არიან სამშვიდობო ორგანიზაცია “სადაკო”, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის სალიტერატურო ჟურნალი “საქართველოს მოამბე” და სალიტერატურო ჟურნალი “ოლე”.

0

ავტორი: