სოკოს სამარხვო პელმენი სოკოს სამარხვო პელმენი />


  12:18:46     10-03-2012

სოკოს სამარხვო პელმენი

a15958.jpg

მასალა:

    1 კგ. ფქვილი

    300 გრ. სოკო

    1 თავი ხახვი

    2 კონა ქინძი

    მცენარეული ცხიმი

    ზეთი

    პილპილი

    მარილი

ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი სოკო. დაამატეთ ქინძი, მარილი და პილპილი.

ჯამზე დაყარეთ ფქვილი და გაუკეთეთ ჩაღრმავება. მოაყარეთ მარილი. ღრმულში ჩაასხით 0,4 ლიტრი ნელთბილი წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი.

ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად და დაჭერით ჭიქის პირით. ცომის ყოველ წრეს დაადეთ 1 ჩაის კოვზი სოკოს გულსართი. გადაკეცეთ, შეუკარით პირი და შეაერთეთ ბოლოები.

სოკოს პელმენები ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში, მოურიეთ ხის კოვზით და მოხარშეთ.

მოხარშული პელმენი ამოიღეთ გაშლილ ლანგარზე და მოასხით მცენარეული ცხიმი.

0

ავტორი: