სამარხვო ტორტი სამარხვო ტორტი />


  12:12:54     10-03-2012

სამარხვო ტორტი

a15960.jpg

მასალა:

    1 ჩ.ჭ. ზეთი

    4 ჩ.ჭ. ფქვილი

    1.5 ჩ.ჭ. შაქარი

    100 გრ. სამარხვო ცხიმი/მარგარინი

    0.5 ჩ.ჭ. მოხალული თხილი/ნიგოზი

    2 ჩ.ჭ. თბილი წყალი

    1 ჩ.კ. სოდა

    1 შეკვრა ვანილი

    არომატული წვეთები ან ხილის ვაჟინი

    ნუში

ერთი ჩაის ჭიქა ზეთი, ორი მესამედი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი და სოდა კარგად აურიეთ და შეაზილეთ დაახლოებით სამნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი. მიღებული რბილი ცომი დაყავით ორ მოზრდილ (და ერთ პატარა)* ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე  ცოტაოდენ ფქვილმოყრილ ტაფაში. როცა გავარდისფერდება, მზად იქნება.

სამარხვო ტორტის კრემი: ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი და ვანილი აურიეთ და კარგად გახსენით ერთნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში. შედგით ნელ ცეცხლზე, მორევით აადუღეთ და ხარშეთ ხუთი წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, შეაზილეთ სამარხვო ცხიმი და შეურიეთ დაჭრილი მოხალული თხილი/ნიგოზი.

ერთ გამომცხვარ ფირფიტას თანაბრად წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ფირფიტა, წაუსვით კრემის დარჩენილი მეორე ნახევარი. სამარხვო ტორტს ზემოდან მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნუში (ან დაფხვნილი პატარა ფირფიტა).

0

ავტორი: