ფესტივალი "იაპონიის გაზაფხული" გრძელდება ფესტივალი "იაპონიის გაზაფხული" გრძელდება /> "/> " />


  07:33:56     09-03-2012

ფესტივალი "იაპონიის გაზაფხული" გრძელდება

a15917.png

გრძელდება საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ფესტივალი "იაპონიის გაზაფხული" - იაპონური კულტურის თვე.

JTI Group of Companies მხარდაჭერით და კლასიკური მუსიკის განვითარებისა და დაცვის ცენტრის ორგანიზებით, ამჯერად საქართველოს სტუმრობს იაპონელი მუსიკოსი კენ აისო (ვიოლინო), რომელიც 11 მარტს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართავს კონცერტს, კონცერტმეისტერი ნათელა იაშვილი-პოლიტკოვსკაია.

პროგრამაშია: შუმანის სავიოლინო სონატა N1 ა მინორ, მიაგი: გაზაფხულის ზღვა,მ.დავითაშვილი - პოემა, ა.ხაჩატურიანი - ანდანტე სავიოლინო კონცერტიდან,ტაკემიტსუ - ჰიკა, სტრავინსკი - რუსული ცეკვა ბალეტიდან "პეტრუშკა", სარასატე - ბოშური მელოდიები.

კონცერტი ეძღვნება 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძრით დაზარალებულებს.

წყარო

0

ავტორი: