მაია ფანჯიკიძე ოლიგარქის, გაფრინდაშვილისა და ბურჯანაძის შესახებ... მაია ფანჯიკიძე ოლიგარქის, გაფრინდაშვილისა და ბურჯანაძის შესახებ... />


  12:23:27     08-03-2012

მაია ფანჯიკიძე ოლიგარქის, გაფრინდაშვილისა და ბურჯანაძის შესახებ...

a15895.jpg

მას შემდეგ, რაც „სახალხო კრების“ წევრმა, ნონა გაფრინდაშვილმა, ივანიშვილის გარემოცვა ცენზურასა და ვიდეო-სიუჟეტის გაყალბებაში დაადანაშაულა, ოლიგარქის სასახლეში დიდი აურზაური ატყდა. 

წარმოიდგინეთ, მაშინ, როცა ოლიგარქი ევროპის გაკვირვებას დემოკრატიითა და სიტყვის თავისუფლებით აპირებდა, მისმა გარემოცვამ საზოგადოება ცენზურითა და ვიდეო-სიუჟეტის გაყალბებით გააოცა.   

საუბარია ოლიგარქისა და „სახალხო კრების“ შეხვედრის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც ივანიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე დაიდო.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, იმ ვიდეოში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს „სახალხო კრება“ ივანიშვილთან თანამშრომლობას ნინო ბურჯანაძის გარეშე აპირებს. 

„ივანიშვილის გარემოცვამ ვიდეო გააყალბა და მხოლოდ ცალმხრივი მიმართულებით წარმოადგინა. ის ვიდეო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქზე“ დადეს, ცალმხრივი, გაყალბებული და არაობიექტური იყო“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გაფრინდაშვილმა. 

ალასანიას ცოლის ნათესავებით დაკომპლექტებულ „სოლოლაკის სასახლეში“ კი აცხადებენ, რომ ქალბატონ ნონას ჟურნალისტებისთვის კი არა, ივანიშვილის პრესსამდივნოსთვის უნდა მიემართა და იქ გაარკვევდნენ, რამდენად სამართლიანი იყო გაფრინდაშვილის ბრალდება. 

მაია ფანჯიკიძე, რომელიც ირაკლი ალასანიას ცოლის დის გარდა, ივანიშვილის პრესსპიკერის სტატუსსაც ითავსებს, ეჭვობს, რომ ნონა გაფრინდაშვილს ნინო ბურჯანაძესთან თავის გამართლება დასჭირდა. 

თუმცა, ფანჯიკიძისა და „სოლოლაკის სასახლეში“ თავმოყრილი ცოლის დების, სიდედრ-სიმამრების, სიდედრის დიშვილებისა და ოლიგარქის ჯიბეს გამოკერებული სხვა სუბიექტების მოქმედებებით კიდევ ერთხელ დასტურდება სამწუხარო რეალობა: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გარემოცვის მძევალია. 

სხვათაშორის, ამაზე ირიბად ნონა გაფრინდაშვილიც საუბრობს, როცა აცხადებს, რომ ივანიშვილის ცენზორებმა, ვიდეო ოლიგარქთან შეთანხმების გარეშე გააყალბეს... 

როგორ პასუხობს გაფრინდაშვილის ბრალდებას ალასანიას „ცოლეული“ და ოლიგარქის პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე? 

პრესა.ჯი: ნონა გაფრინდაშვილი  ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრებს ცენზურაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ოლიგარქის „ფეისბუქზე“ დადებული ვიდეო, რომელიც „სახალხო კრებისა“ და ოლიგარქის შეხვედრას ასახავს, გაყალბებულია. გაფრინდაშვილი ვიდეოს სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას ოთხოვს. რას აპირებთ? 

მაია ფანჯიკიძე:  ქალბატონმა ნონამ უნდა მომართოს ჩვენ პრესსამდივნოს და მიიღებს ჩვენგან პასუხს. პრესსამდივნომ დადო ვიდეო იმდენი, რამდენიც ჩათვალა საჭიროდ. თუ მას რაღაცა დანაკლისის გრძნობა აქვს და უნდა უფრო მეტი, თქვენი საშუალებით კი არ უნდა მოგვმართოს, არამედ თვითონ... იყო ხანგრძლივი შეხვედრა და ყველაფერი ალბათ არ იყო საჭირო გამოქვეყნებულიყო, ან ფორმატი არ ითვალისწინებდა ამას. 

- მაგრამ აქ ქრონომეტრაჟზე საუბარი არ არის. საუბარია ვიდეოს შინაარსზე, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „სახალხო კრება“ თანამშრომლობას გეგმავს ბიძინა ივანიშვილთან ნინო ბურჯანაძის გარეშე, კრების წევრებმა კი განაცხადეს, რომ შეხვედრაზე რეალურად სხვა საუბარი იყო, რომელიც მონტაჟის შემდეგ არ გავრცელდა... რატომ მოატყუეთ საზოგადოება? 

-  თავი უნდა იმართლონ ქალბატონ ნინოსთან? 

- ჩვენ  არ ვარკვევთ პირად ურთიერთობებს ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის. ვსვამთ კითხვას, რატომ გაავრცელეთ ვიდეოს არასრული და კონტექსტიდან ამოვარდნილი ვარიანტი... თქვენი ოლიგარქი ხომ ევროპის გაკვირვებას გვპირდებოდა დემოკრატიით და ცენზურით აპირებთ ჩვენს გაკვირვებას? 

- ჩვენი საუბარი ჰგავს გაფუჭებული ტელეფონის თამაშს. გიმეორებთ, ქალბატონმა ნონამ მომართოს პრესსამდივნოს და აუხსნას მათ საკუთარი პრეტენზიები. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

0

ავტორი: