07:28:57     08-03-2012
ისრაელი, ირანთან მოლაპარაკების დაწყებას მიესალმება
ისრაელი მიესალმა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკების განახლებას, მაგრამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს უარი თქვას სხვა შესაძლებლობებზე.
ისრაელის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, იაკოვ ამიდრორმა ისრაელის რადიოს განუცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერია, ირანსა და ექვს ქვეყანას შორის მოლაპარაკების განხლების გამო. მაგრამ, მისი თქმით, ისრაელი მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ ეს მოლაპარაკება შედეგს ვერ მოიტანს. მისივე თქმით, ისრაელის სამხედრო თავდასხმა საკვანძოა ირანის დარწმუნებისთვის, რომ უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.
რადიო „თავისუფლება“
0