06:48:09     08-03-2012
ვერმიშელი რძეში
მასალა:
400 გ ვერმიშელი
1 ლ წყალი
2 ლ რძე
1 ს/კ კარაქი
1 ყავის კოვზი მარილი
2 ს/კ შაქარი
შევურიოთ ერთმანეთს წყალი, რძე და წამოვადუღოთ. დავამატოთ კარაქი, მარილი, შაქარი, ისევ წამოვადუღოთ და ჩავყაროთ ვერმიშელი. ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში (ხარშვის დროს ვურიოთ). დავამატოთ ფლერდორანჟის წყალი და გადმოვიღოთ ცეცხლიდან.
0