15:36:32     07-03-2012
გია ხუხაშვილს ახალი „თუთიყუში“ ჰყავს - ბიძინა ივანიშვილი

შუშის სასახლეს ახალი შეფი ჰყავს: ექსპერტი ოლიგარქების მართვა-მოწველის საკითხებში, გია ხუხაშვილი ივანიშვილის სურვილების და მოქმედებების მბრძანებლად გადაიქცა. სოლოლაკის ციხესიმაგრეში ამაზე უკვე ღიად საუბრობენ.
ოლიგარქის ზურგზე შემომჯდარი ექსპერტი, თინა ხიდაშელსაც არ ეპუება. მილიარდერის სიახლოვეს, ხუხაშვილის ნებართვის გარეშე, ძნელად თუ გაჭაჭანდება ვინმე.
თუ თინა, ძირითადად, კადრებს და ივანიშვილის ცოლს კურირებს, ხუხაშვილმა ოლიგარქისა და მთელი პროცესების მართვის მონოპოლია საკუთარ თავზე აიღო, ივანიშვილი კი, ფაქტობრივად პირად მძევლად აქცია...
როგორც ცნობილი ხდება, სწორედ ექსპერტმა ოლიგარქების მართვა-მოწველის საკითხებში, გია ხუხაშვილმა ურჩია ბიძინას საინციატივო ჯგუფის მთელი რიგი „სახეები“, რომლებიც ძირითადად, მისი ახლობლებ-მეგობრები არიან.
ხუხაშვილმავე დაავალა ოლიგარქს შეხვედროდა ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრების“ ნარჩენებს. ხუხაშვილმავე მიუთითა ივანიშვილს - თუ როგორ მოქცეულიყო „სახალხო კრების“ ე.წ. სახეებთან შეხვედრაზე.
ხუხაშვილის რჩევა-დირექტივის თანახმად, ივანიშვილმა სახალხოდ გააკრიტიკა ბურჯანაძე და ურჩია: თუ არ გვეხმარები, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიო, თუმცა, ფარულად ნახევარი მილიონი უფეშქაშა...
ივანიშვილი ფაქტობრივად, ხუხაშვილის თუთუყუში გახდა. გი მისი იდეების გამხმოვანებლად მოგვევლინა, რომელიც ექსპერტის "გენიალურ" აზრებს სხვადასხვა საკითხებზე, პრესკონფერენციებზე რუპორივით ახმოვანებს.
ეს სტილითაც იგრძნობა და ქართველი ხალხისათვის უკვე კარგად ცნობილი, გაზეპირებული, „ექსპერტული“, დაშტამპული ფრაზებიდანაც, რომელიც ოლიგარქის ბაგეთაგან პერიოდულად მორიდებით და ბორძიკით იფრქვევა ხოლმე.
მოკლედ, სასახლის კარზე, მთავარ ფიგურად ყოვლისმცოდნე ექსპერტი "ამოიზარდა", რომელიც ბიძინას ზურგზე ფეხებშემოწყობილი, მედიდურად განაგებს სამწყსოს.
როგორც ამბობენ, ხუხაშვილივე აწესებს ცენზს, თუ ვის რამდენი უნდა გადაუხადოს „თუთიყუშმა“ და ოლიგარქისთვისაც „მეგობარ-უფროსის“ სიტყვა, ფაქტობრივად, კანონია, რომელსაც სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებს კიდეც.
პ.ს.: სხვათაშორის, გია ხუხაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება პოლიტიკაში წასვლის შესახებ. როგორც ჩანს, ივანიშვილის დამრიგებელსა და ექსპერტს, ოლიგარქების მართვა-მოწველის საკითხებში პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა.
თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ, ხუხაშვილმა „პრესა.ჯი“-თან საუბრისას აღნიშნა: „მე პოლიტიკურ საკითხებზე არ ვსაუბრობ ბატონ ივანიშვილთან. მას ვერაფერს ვურჩევ ამ კუთხით. ჩემგან რომ პოლიტიკური რჩევები მიიღოს, სულ დაღუპავს ყველაფერს. მე პოლიტიკოსობის გამოცდილება არ მაქვს და არანაირი პროფესიული უნარ–ჩვევები არ გამაჩნია ამ მიმართულებით“.
0