უნიკალური აღმოჩენა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ტერიტორიებზე უნიკალური აღმოჩენა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ტერიტორიებზე />


  06:02:17     07-03-2012

უნიკალური აღმოჩენა ვაშლოვანისა და ჭაჭუნას ტერიტორიებზე

a15847.jpg

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციამ, ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე, ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინა. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენილი მასალები სამეცნიერო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე: დათვის ხევსა და პანტიშარას ხეობაში და ჭაჭუნას აღკვეთილში, ბურდოს მთისა და ჭაჭუნას ველის ტერიტორიებზე ექსპედიციის წევრებმა 3-1,8 მლნ წლის ხორთუმიანის (მამონტისმაგვარი არსება), სავარაუდოდ მასტოდონტის (Mammutidae), 12-5 მლნ წლის ხმელთაშუაზღვის კუს (Testudo graeca), თანამედროვე შვლის წინაპრის (Praecapreolus cusanus), ნამარხი ანტილოპას (Protoryx sp.), ჰიპარიონის (Hipparion elegans) – ცხენის სამთითა წინაპრის, გარეული ღორის წინაპრისა (Propotamochoerus provincialis) და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს.

ექსპედიციის მიზანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პალეონტოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი რეგიონის შესწავლა.

წყარო: იცოდე.ჯი

0

ავტორი: