საყვარელი მუსიკა ადამიანის ხასიათზე მეტყველებს საყვარელი მუსიკა ადამიანის ხასიათზე მეტყველებს />


  11:33:48     06-03-2012

საყვარელი მუსიკა ადამიანის ხასიათზე მეტყველებს

a15815.gif

მუსიკის ჟანრის მიხედვით, რომელსაც ადამიანი უსმენს, შეგვიძლია მისი პიროვნების ტიპის განსაზღვრა, ამტკიცებენ ედინბურგის უნოვერსიტეტის ფსიქოლოგები.

კვლევის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პოპ-მუსიკის მოყვარულები, როგორც წესი, ექსტრავერტები არიან. მათთვის დამახასიათებელია შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა და ცოტაოდენი სიმორცხვე.

რეპისა და ჰიპ-ჰოპის მსმენელთა უმეტესობა ძალიან კომუნიკაბელურია, მათთვის დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება.

როკ მუსიკისა და მძიმე მეტალის თაყვანისმცემლები, როგორც ცნობილია, ძალიან რბილი ხასიათის არიან. ისინი წარმოადგენენ შემოქმედებით ადამიანებს, ძალიან დაბალი თვითშეფასებით.

საცეკვაო მუსიკის მოყვარულები - კომუნიკაბელურები, თავდაჯერებულები არიან. კლასიკის მსმენელები - შემოქმედებითები, თუმცა, უმეტესწილად, საკუთარ თავში ჩაკეტილები.

ჯაზი , ბლუზი და სოული საკუთარ თაყვანისმცემლებს მაღალი თვითშეფასების ექსტრავერტებად ახასიათებს. ისინი არიან შემოქმედებითები, განათლებულები და კომუნიკაბელურები.

ამერიკელმა მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ მუსიკა ტვინის დაბერებას უშლის ხელს. ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 87 მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. მათი უმეტესობა პროფესიონალი მუსიკოსი იყო. მონაწილეებს უჩვენეს ვიდეო, სადაც წარმოთქვამდნენ მშრალ სიტყვას. პარალელურად, მეცნიერები მოხალისეთა ტვინის ნეირონების რეაქციას აკვირდებოდნენ.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პროფესიონალ მუსიკოსთა ტვინის ნეირონებმა რეაქციის სისწრაფე შეინარჩუნეს, რაც ახალგაზრდების ტვინისთვისაა დამახასიათებელი.

0

ავტორი: