10:24:58     06-03-2012
ბლინები არაჟნით
მასალა:
800 გრამი პურის ფქვილი
2 ჩაის ჭიქა რძე
2 ჩაის ჭიქა მაწონი
1 ჩაის ჭიქა არაჟანი
6 ცალი კვერცხი
100 გრამი კარაქი
50 გრამი ერბო
ჯერ რძისა და თეთრი ფქვილისაგან მოვამზადოთ ჩვეულებრივი, საშუალო სისქის საფუარი, მივუმატოთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი და დავდგათ თბილ ადგილას კარგად რომ ამოვიდეს. შემდეგ ამ საფუარს დავუმატოთ 6 კვერცხის გული, გამდნარი კარაქი, ცოტა მარილი, შაქარი და ისევ დავდგათ თბილ ადგილზე 2-3 საათით. შემდეგ შევურიოთ კიდევ 1 ჩაის ჭიქა მაწონი და მაგრად ათქვეფილი იმავე კვერცების ცილა. გავაჩეროთ კიდევ ოცი წუთით და დავიწყოთ ბლინების ცხობა. ბლინები სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან ერთად.
0