ტორტი ატმით ტორტი ატმით />


  10:24:23     06-03-2012

ტორტი ატმით

a15804.jpg

მასალა:

    19 ცალი კვერცხი

    5 ჩაის ჭიქა შაქარი

    1 ლიტრი რძე

    200 გრამი კარაქი

    3 ჩაის ჭიქა ფქვილი

    1 კილოგრამი ატამი

    100 გრამი შოკოლადი

15 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, თანდათან ვამატოთ 2,5 ჩაის ჭიქა შაქარი, კვერცხის გული და ვთქვიფოთ დიდხანს. დავუმატოთ 2,5  ჩაის ჭიქა ფქვილი და ფრთხილად ავურიოთ. ყალიბს (რაშიც უნდა ჩავასხათ მიღებული მასა) წავუსვათ ცხიმი და გამოვაცხოთ ბისკვიტი ძალიან დაბალ ცეცხლზე 2–3 საათის განმავლობაში.

კრემის მომზადების წესი:

4 კვერცხის გულისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფქვილისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავასხათ ერთი ლიტრი რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და შევათქვიფოთ 200 გრამი კარაქი.

ატმის მომზადების წესი:

ტორტის გამოცხობამდე 12 საათით ადრე გავფცქვნათ ატამი, დავჭრათ სიბრტყეზე, მოვაყაროთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი და ასე დავტოვოთ.

12 საათის შემდეგ გადავწუროთ ატამი და მიღებული წვენის ნაწილი მოვასხუროთ შუაში გაჭრილ ბისკვიტის ქვედა ფენას, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, მოვასხუროთ დარჩენილი წვენი, დავალაგოთ ატმები და წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთოთ კრემით ან დავალაგოთ ატმები, გვერდზე წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

0

ავტორი: