ზაქარია ქუცნაშვილი ივანიშვილს 12 მილიონს სთხოვს ზაქარია ქუცნაშვილი ივანიშვილს 12 მილიონს სთხოვს />


  16:03:07     05-03-2012

ზაქარია ქუცნაშვილი ივანიშვილს 12 მილიონს სთხოვს

a15794.jpg

მადა რომ ჭამაში მოდის, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ გაითვილისწინა. ივანიშვილს უკვე მრავალი მილიონი აქვს დახარჯული პოლიტიკური პარტნიორების ჯიპებითა და სხვა ფუფუნებებით უზრუნველყოფაზე. თუმცა, მადლიერების ნაცვლად მათი მოთხოვნები დღითიდღე მატულობს. ,,პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ზაქარია ქუცნაშვილი ოლიგარქს 12 მილიონს სთხოვს, სტრასბურგში საქმის მოგების სანაცვლოდ... 

"მეოცნებეები" თვლიან, რომ,,ქართუს“ ზარალმა, მას შემდეგ, რაც ბანკის მფლობელმა ივანიშვილმა პოლიტიკური მიზნები გაახმოვანა, 120 მილიონ დოლარს მიაღწია. სწორედ ამ საკითხზე აპირებს სტრასბურგში დავას ბიძინა ივანიშვილი. 

,,პრესა.ჯი“-მ კომენტარი ზაქარია ქუცნაშვილს სთხოვა, რომელიც ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა წყაროს გამხელას. ივანიშვილის იურისტს ძალიან ეუხერხულა იმ თანხის დასახელება, რომელსაც სტრასბურგში საქმის გაყოლის შემთხვევაში ივანიშვილისგან მოითხოვს და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.   

- ბატონო ზაქარია, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ,,ქართუ ბანკმა“ 120 მლნ დოლარი იზარალა?

- ზუსტ ციფრებზე ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ საკმაოდ მოცულობითი თანხაა, გიდასტურებთ.

- როგორც ვიცით, სტრასბურგში აპირებთ ამ საკითხის გასაჩივრებას...

- ვინ გითხრათ ეგ?

- ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ სტრასბურგში აპირებთ გასაჩივრებას და იმ შემთხვევაში, თუ პროცესს მოიგებთ ,,ქართუ“ 10 პროცენტს თქვენ მოგცემთ.

- წყარო ვინ არის ამ ინფორმაციის?

- „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე...

- მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობთ.

- ანუ ივანიშვილს პროცენტებს არ სთხოვთ?

- ბანკი რა სტრატეგიას აირჩევს, ეს ბანკის კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. ასე რომ ამ სტრატეგიის განმახორციელებელი იურისტების თაობაზე მე ინფორმაციას არ ვფლობ.

- თუმცა ივანიშვილის გუნდში, იურიდიულ საკითხებში, ყველაზე კომპეტენტურად თქვენ მიგაჩნიათ საკუთარი თავი. ასე არაა?

- ეს არ ცვლის ამ აზრს. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვა ვინმეა და ,,ბანკი ქართუ“ სხვა...

- თუმცა ბანკი რომ ივანიშვილის საკუთრებაშია ეს ცნობილი ფაქტია...

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ გეუბნებით, რომ სტრატეგიას არ ვიცნობ და შესაბამისად, ამ სტრატეგიის განმახორციელებელ ჯგუფს არ ვიცნობ.

- იმას ამტკიცებთ, რომ ეს საკითხი დაზუსტებული არ არის?

- დიახ შეიძლება ასე ითქვას. შეიძლება არის კიდეც დაზუსტებული, მაგრამ მე ამ სტრატეგიას არ ვიცნობ. ფაქტია, რომ მას ზიანი მიადგა და აქვს მოთხოვნის უფლება.

- იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგში წავა საქმე და თქვენ დაიცავთ ,,ბანკი ქართუს“ ინტერესებს, რა ანაზღაურებას მოითხოვთ, 10 პროცენტზე ნაკლებს?

- ეს უხერხული შეკითხვაა, იმიტომ რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის საკითხი არის კონფიდენციალური.“

პ.ს: მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს სოციალისტი ქუცნაშვილი ივანიშვილისგან 12 მილიონის მოთხოვნის ფაქტს მორცხვად უარყოფს, „ქართულ ოცნებაში“ უკვე ღიად ალაპარაკდნენ მის „მილიონიან მადაზე“ და იმაზეც, რომ ბატონმა ზაქარიამ როგორც იქნა მიაღწია მისთვის ნომერ პირველ მიზანს: ივანიშვილის კარზე კონკურენტი და იურისტი ეკა ბესელია „ჩამოალაბორანტეს“...

0

ავტორი: