ივანიშვილი,  რუსეთის აგენტების გაშიფვრის წინააღმდეგ გამოდის ივანიშვილი, რუსეთის აგენტების გაშიფვრის წინააღმდეგ გამოდის />


  13:16:29     05-03-2012

ივანიშვილი, რუსეთის აგენტების გაშიფვრის წინააღმდეგ გამოდის

a15786.jpg

ივანიშვილი ლუსტრაციის წინააღმდეგია.  პრემიერ-მინისტრობის მსურველი მილიარდერი რატომღაც „კაგებეს“ სიებისა და აგენტურის გაშიფვრის წინააღმდეგ გამოდის. რატომ მოუვიდა ეს იდეა ივანიშვილს, მხოლოდ ლოგიკური მსჯელობით ერთ დასკვნამდე შესაძლოა მივიდეთ: ქურდს, როგორც წესი, ქუდი ეწვის.

ბიძინას „ქუდი“ მოსკოვში რომ არის „მოქსოვილი“,  ივანიშვილის ამ განცხადებითაც კიდევ ერთხელ დასტურდება. მართალია, ოლიგარქი გვიმტკიცებს, რომ  პროდასავლურ კურსს ატარებს, მაგრამ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ივანიშვილი ტიპური საბჭოური გადმონაშთია, რომელსაც  „კაგებეს“  სიების ლუსტრაციაზე აძაგძაგებს .  არადა, პროდასავლური კურსის მატარებელმა  პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, ლუსტრაციის პროცესი უკვე გაიარეს. ბიძინას კი,  რუს სპეცსამსახურებთან   კავშირში მყოფი პირების გაშიფვრა, არააქტუალურად მიაჩნია.

აღნიშნული მოსაზრება,  თავის ფან-კლუბს ოფიციალურად წარუდგინა სოციალურ ქსელში.  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის აზრით, „ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად კლებულობს“.  მისივე თქმით, იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც, თეორიულად მაინც შეიძლება მოხვედრილიყო ამ კანონის  მოქმედების ქვეშ,  უახლოვდება ან მიაღწია საპენსიო ასაკს.  „გარდა ამისა, საქართველოს მიერ გადატანილი სამოქალაქო ომების გამო,  მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია. ამის გამო რთულდება, როგორც შესაბამისი ბრალდებების წაყენება, ისე თავის მართლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად კლებულობს.“  როგორც ჩანს, ივანიშვილს ყველაზე მეტად თავის მართლების ეშინია.

www.facebook.com/notes/bidzina-ivanishvili-official/ბივანიშვილის-პასუხი-კითხვაზე-რას-ფიქრობს-ბ-ნი-ბიძინა-ივანიშვილი-ლუსტრაციის-კანონ/

0

ავტორი: