მოსკოვს პუტინის ცრემლების არ სჯერა მოსკოვს პუტინის ცრემლების არ სჯერა />


  11:46:06     05-03-2012

მოსკოვს პუტინის ცრემლების არ სჯერა

a15779.jpg

რუსეთის ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამარჯვებას უკვე ზეიმობს.  მანეჟის მოედანზე, ვლადიმერ პუტინმა თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის, შემდეგ კი, საკუთარ შტაბში დაბრუნდა, სადაც მხარდამჭერებს შამპანურები დაურიგა.

რუსულმა საზოგადოებამ თვალცრემლიანი პუტინიც ნახა. გულაჩუყებული პრეზიდენტის ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ექსპერტების შეფასებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, რადგან 50%–იანი ბარიერის გადალახვას არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა,  ხმათა 64 % –ის მოპოვება პუტინმა უკვე შეძლო.

პუტინი და რუსული სახელისუფლებო მედია  ზარ–ზეიმით აღნიშნავს პუტინის გამარჯვებას, თუმცა არცერთი მათგანი არ საუბრობს არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე.

სამაგიეროდ, ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ შტაბებში ათასობით საჩივარია შესული არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში, რუსი ბლოგერების მიერ ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, რომ  საარჩევნო უბნებზე ადგილი აქვს ე.წ კარუსელს.

ბლოგერების ინფორმაციით, გამყალბებლებს საარჩევნო უბნებზე ხალხი ავტობუსებით მიჰყავდათ.  დედაქალაქის ერთ–ერთ რაიონში 6 000 ამომრჩეველი უკანონოდ დაარეგისტრირეს.

არჩევნების გაყალბების ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ათი ათასობით მომხმარებელმა უკვე ნახა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი არაერთ ბიულეტენს ყრის საარჩევნო ყუთებში. როგორც ვიდეოს აღწერაში წერია, მოქმედება დაღესტანში, ტარუმოვსკის რაიონში მიმდინარეობს.

0

ავტორი: