04:47:31     05-03-2012
ბადრიჯანი ნიგვზით
მასალა:
1 კილოგრამი ბადრიჯანი
200 გრამი ნიგოზი
15 გრამი ნიორი
60 გრამი სხვადასხვა მწვანილი
5 სუფრის კოვზი ძმარი
მარილი და წიწაკა გემოვნების მიხედვით
ბადრიჯანს მოვჭრათ ღერო, მოვხარშოთ თავისივე კანში, შემდეგ დავწნეხოთ (დავწუროთ). დანაყილი მწვანილი და ნიგოზი ავურიოთ ძმარში და ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილ ან სიგრძეზე დახლეჩილ ბადრიჯანს . კარგად ავურიოთ, დავდოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში. კარგი იქნება აგრეთვე დანაყილი ნიგვზიდან გამოხდილი ზეთის მოსხმა.
0