04:46:59     05-03-2012
სალათა ყველით
მასალა:
200 გრამი პამიდორი
200 გრამი ყველი (სასურველია ჰოლანდიური)
300 გრამი ხახვი
100 გრამი მაიონეზი
პილპილი, მარილი და მწვანილი
პამიდორი და ყველი დავჭრათ პატარა კუბიკებად. ხახვი დავჭრათ წვრილად. შევურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთს, დავასხათ მაიონეზი, გემოვნებით დავუმატოთ მარილი და პილპილი. გავაფორმოთ მწვანილით. სალათა მზადდება მოხარშული კვერცხის ცილის შერევითაც.
0