ბურიტო ბურიტო />


  14:25:58     03-03-2012

ბურიტო

a15735.jpg

მასალა:

    900გ ღორის ხორცი (სუკი)

    1ს/კ ზეთი

    1,5 ჭიქა ბულიონი

    1 ჭიქა ტომატის პასტა

    1 ჩ/კ დაჭრილი ჩილი (ცხარე წიწაკა)

    ½ ჩ/კ ფორთოხლის ცედრა

    8 ცალი ტორტილიასი

    მარილი გემოვნებით

ღორის ხორცს მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ ზეთი, გადავიტანოთ ტაფაზე და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ 180 გრადუსიან ღუმელში. ვამყოფოთ იქ, სანამ ხორცი არ შეწითლდება და დარბილდება. ამავდროულად მოვამზადოთ სოუსი: ქვაბში ჩავასხათ ბულიონი, ტომატის პასტა, ფორთოხლის ცედრა და წიწაკის ნაჭრები. წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე თავსახურის გარეშე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ სოუსი არ შესქელდება.

შემწვარი ღორის ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, ჩავყაროთ სოუსთან ერთად ქვაბში და წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. შევახვიოთ ტორტილიასი (იხილეთ რეცეპტი) ფოლგაში და გააცხელეთ ღუმელში. თითოეულ ტორტილიასზე დავაწყოთ ხორცის მასა და შევახვიოთ რულეტის მსგავსად. მაგიდასთან მივიტანოთ არაჟანთან ან წითელ ლობიოსთან ერთად.

0

ავტორი: