14:25:38     02-03-2012
შალვა რამიშვილმა, კოლეგებს, „ფეისბუქზე“ აგინა

ყველანაირი საზომი საშუალებით გაუზომავი და „ შეუფასებელი“ შალვა რამიშვილი უცენზურო სიტყვებს კოლეგებისა და მედიასაშუალებებისთვის არ იშურებს. დღეს დილით, შალვა რამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის გამო, არხს უცენზურო სიტყვებით მიმართა. „საზ მაუს დედას .....“ დაწერა რამიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. რამდენიმე წუთში მის ამ სტატუსს ათეულობით კომენტარი მოჰყვა და არც რამიშვილის „ფრენდებს“ დაუშურებიათ შეურაცხმყოფელი სიტყვები საზოგადოებრივი მაუწყებლის და მათი თანამშრომლების მისამართით.
დღეს, დილით, მოამბის ათ საათიან გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები და ასევე, ოლიგარქს სამადლოდ შეკედლებული რამიშვილი, ქვიშხეთის მკვიდრის, გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის სამძიმარზე შესვლას და როგორ სთხოვდნენ მის ახლობლებს ექსპერტიზის ჩატარებას. სიუჟეტში ჩანდა, თუ როგორ გამოაგდეს სოფლიდან ივანიშვილის მხარდამჭერები და ჟურნალისტი რამიშვილი, თავის მიკროფონ–კამერიანად, გარდაცვლილის ახლობლებმა და ნათესავებმა.
რამდენიმე წუთში, შალვა რამიშვილმა წაშალა პოსტი, თუმცა მისი სკრინშოტის ვარიანტი სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა. რამიშვილის მხრიდან, კოლეგების „კრიტიკა“ უცენზურო სიტყვების თანხლებით, პირველი არ არის. ამას გარდა, ის თავის გადაცემა „აკრედიტაციის გარეშე“–ს ხშირად სწორედ ჟურნალისტების დაცინვადა და შეურაცხყოფაზე აწყობს.
0