ოლიგარქის გუნდმა, მთავრობაში ადგილები წინასწარ „გადაინაწილა“ ოლიგარქის გუნდმა, მთავრობაში ადგილები წინასწარ „გადაინაწილა“ />


  13:51:14     02-03-2012

ოლიგარქის გუნდმა, მთავრობაში ადგილები წინასწარ „გადაინაწილა“

a15709.jpg

ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ოლიგარქი დაგვპირდა, რომ პარტიის დამფუძნებელთა ყრილობა მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. ვიდრე დამფუძნებლები ყრილობას გამართავენ, ამომრჩევლების მობილიზებას განახორციელებენ და არჩევნებში „გაიმარჯვებენ“, მანამდე, შუშის სასახლეში უკვე წყდება თანამდებობების საკითხი.

როგორც ჩანს, ოლიგარქის კოალიციისთვის თანმიმდევრულობა მთლად ნაცნობი თემა არ არის და ბოლოსთვის გასაკეთებელს, წინაწირვე ახორციელებენ. ივანიშვილის რეზიდნციაში უკვე მსჯელობენ იმაზე, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს არჩევნებში „ქართული ოცნების „დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში.

როგორც ოლიგარქის გარემოცვის წევრები აცხადებენ, პრეზიდენტობა ალასანიას სურს. პოლიტიკური ამბიციებით გაჯერებულ ირაკლი ალასანიას, კოალიციაში მასზე „მაგარი“ არავინ ეგულება. ამ უკანასკნელის ამბიციებს არაფრით ჩამოუვარდება უსუფაშვილი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარეობა მოსდომებია. არავისთვის დამალული არ არის, რომ პრემიერი „იქნება“ ივანიშვილი. ეს მისი სურვილია, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მაინც მტკიცებით ფორმაში ურჩევნია განცხადებების გაკეთება.

„შუშის სასახლის“ ლედი და დედა–დედოფალი თინა ხიდაშელი იუსტიციის მინისტრობას უმიზნებს. ხიდაშელის აზრით, ხომ მასზე კარგი იურისტი საქართველოში არ არსებობს. ზაქრო ქუცნაშვილს, რომ არ ეწყინოს (რადგან კონსტიტუცია და კანონები მანაც კარგად იცის), ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტს უმზადებენ.  თუმცა საქმე აქ არც ისე მარტივადაა.  სექსუალურად მომწიფებულ და ასე თუ ისე მატერიალურ მდგომარეობა მოწესრიგებულ  არჩილ კბილაშვილსაც ეს პოსტი სდომებია.

თედო ჯაფარიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ, მანანა კობახიძემ კი,  ოლიგარქის ოცნებების მიხედვით, ამჟამინდელი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში უნდა შეცვალოს. ჯერ უცნობია რა თანამდებობას შესთავაზებენ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებსა და ძიძიგურ–დავითაშვილს, მაგრამ ხიდაშელის ჰიპერაქტიურობის ფონზე, ისინი „დაიჩაგრნენ“. თუმცა, არჩევნებამდე დიდი დროა და ალბათ დროდადრო ისინიც გაამხელენ თავიანთ ოცნებებს. მათთვის კი, ვინც თავიანთი ოცნება უკვე აისრულა და ოლიგარქს არჩევნების შემდეგ აღარაფერში დასჭირდება, პოსტები არც განიხილება.

0

ავტორი: