„კაგებეშნიკი“ პუტინი ცოლს ურტყამდა, ახლა კი კრემლში ჰყავს გამოკეტილი „კაგებეშნიკი“ პუტინი ცოლს ურტყამდა, ახლა კი კრემლში ჰყავს გამოკეტილი />


  12:05:19     02-03-2012

„კაგებეშნიკი“ პუტინი ცოლს ურტყამდა, ახლა კი კრემლში ჰყავს გამოკეტილი

a15697.jpg

პუტინს უამრავი საყვარელი ჰყავდა, სახლში კი ცოლს ურტყამდა, - ვლადიმერ პუტინის „კგბ“-ს აგენტობის პერიოდზე ცნობები გერმანულმა გაზეთებმა დაბეჭდეს.

„დოსიე“ პუტინის დრეზდენში ყოფნის იდუმალ ხუთწლიან საქმიანობას ეხება. ფაილები გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის არქივებში ექსპერტმა ერიხ შმიტ-ეენბუმმა აღმოაჩინა, რომელიც სპეცსამსახურების შესახებ არაერთი წიგნის ავტორია. ის ეძებდა ცნობებს აგენტებზე, რომლებიც გერმანულმა სპეცსამსახურებმა „კგბ“-ს შიგნით „დაავერბოვკეს“ და ცნობებს ვლადიმერ პუტინის შესახებ შემთხვევით წააწყდა.

1985-1990 წლებში პუტინი დრეზდენში სსრკ-გდრ-ის მეგობრობის სახლის დირექტორის საფარქვეშ ჯაშუშობდა. ამ შვებულების დროს ის განყოფილების თანაშემწის თანამდებობამდე დაწინაურდა.

თუმცა დრეზდენში მუშაობის პერიოდი, პუტინისთვის, როგორც აგენტისთვის არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. ის ცოლის საშუალებით ხაფანგში გაება. სწორედ ლუმილა პუტინამ „დაფქვა“ პირადი ცხოვრების ის დაფარული მხარეები, რომლებიც არც კარიერის მწვერვალებზე ასულს და არც აგენტ ვლადიმერ პუტინს, „მალენკიი ვალოდიას“ უწევდა კარგ სამსახურს.

ლუდმილა პუტინას ჰყავდა თარჯიმანი, რომელსაც საკმაოდ დაუახლოვდა. თუმცა თარჯიმანი დასავლეთგერმანული სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა, - ქალი,  რომელიც დოკუმენტებში ლენჰენის სახელით (ლენოჩკა) ფიგურირებს, ლუდმილა პუტინას გულის მესაიდუმლე გახდა და ხშირად ისმენდა მის „უბედურ ისტორიებს“ ოჯახური ძალადობის შესახებ. ლენჰენი თავად რუსი იყო, გერმანული ფესვებით, წარმოშობით ბალტიისპირეთიდან. გერმანული გაზეთები წერენ, რომ მას არაერთხელ უნახავს, როგორ ტიროდა ლუდმილა პუტინა და ამბობდა, რომ მისი 33 წლის მეუღლე სცემდა და სხვა ქალებთან რომანებს აბამდა. იხსენებენ პუტინის მეტსახელსაც, რომელიც სპეცსამსახურებისთვის კარგად იყო ცნობილი - „დონ ჟუანი“, რომელიც შინ ცოლს სცემდა, გარეთ კი უამრავი საყვარელი ჰყავდა.  ამ ცნობებს გერმანიის სპეცსამსახურებს სწორედ  ლენჰენია გადასცემდა, საიდანაც კომპრომატები ნატოელი მოკავშირეების ხელში ხვდებოდა.

სხვათა შორის პუტინმა, რომელიც არცთუ ხშირად და სიამოვნებით საუბრობს ხოლმე თავის ოჯახზე, ერთხელ მეგობარს უთხრა, რომ „ნებისმიერი, ვინც შეძლებს ლუდმილასთან 3 კვირა გაატაროს, იმსახურებს იმას, რომ ძეგლი დაუდგან“.

შესაძლოა, ამის გამოც ის მუდმივად ეძებდა გარეშე „სექსუალურ კავშირებს“, რის შედეგადაც, როგორც  გერმანული მედია ამტკიცებს, ვლადიმერ პუტინმა დრეზდენში უკანონო შვილიც კი დატოვა.

„შმიტ-ეენბომმა პირდაპირ მიზანში მოარტყა. მე პირადად ვიცი, რომ დრეზდენის პერიოდში პუტინი  „პლეიბოი“ იყო - ამბობს გერმანის დაზვერვის მაღალჩინოსანი ექსპერტი.

პუტინის პრესსამსახურმა არ ისურვა გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების კომენტირება, თუმცა ცხადია, ეს ის თემაა, რომელსაც რუსეთის პრემიერი საგულდაგულოდ მალავს და არათუ უხალისოდ, საერთოდ არ საუბრობს მასზე, ისევე როგორც მეუღლესა და შვილებზე, რის შესახებაც მას კითხვა, სხვათა შორის, გუშინაც დაუსვეს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლური გამოცემების რედაქტორებს შეხვდა. პუტინს ჰკითხეს, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში აპირებს თუ არა ლუდმილა პუტინა დაუბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, რაზე პასუხიც ძალიან ცივი იყო: „ის ძალიან არააჯარო ადამიანია, არ სურს საჯაროობა.

თანამედროვე საინფორმაციო საშუალებები ძალიან დაუნდობლები არიან და ყველა ადამიანი არაა მზად ეს გადაიტანოს“ - განაცხადა პუტინმა და უსიამოვნო ტონით დასძინა: „მე მსურს, რომ  მათ (საუბარია მისი ოჯახის წევრებზე) დაანებონ თავი. ეს კავშირშია მათ პირად კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან“.

თუმცა პუტნის ოჯახური მდგომარეობა პოლიტიკურ თემებთან ერთად წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია ჟურნალისტებისთვის. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლუდმილა პუტინა ისევ ძალადობის მსხვერპლია და თავისი ნების საწინააღმდეგოდ კრემლშია გამოკეტილი.

რუსული ელიტის სპეციალისტი ოლგა კრიშტანოვსკაია ამბობს, რომ „არის ვარაუდი, რომ ის ან მონასტერშია გადამალული, ან კრემლში, შესაძლოა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ“ - განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ პუტინი საქორწინო ბეჭედს კვლავაც ატარებს.
0

ავტორი: