ჯონდი ბაღათურიას ხულიგანი ძმა  და ბაღათურიების ოჯახური ბიზნესი ჯონდი ბაღათურიას ხულიგანი ძმა და ბაღათურიების ოჯახური ბიზნესი />


  11:26:32     02-03-2012

ჯონდი ბაღათურიას ხულიგანი ძმა და ბაღათურიების ოჯახური ბიზნესი

a15687.jpg

„ჯონდი  გახდა ბიძინას „ჯეიმს ბონდი“- ასე ქარაგმობენ  „კლოუნად“ მოხსენიებულ ბაღათურიაზე სოციალურ ქსელში.   დეპუტატმა  ჯონდო ბაღათურიამ ბიძინას „ქასტინგი“ წარმატებით გაიარა და როგორც ამბობენ, პარლამენტში ამ  „ხულიგნური“ გამოსვლის გამო, ივანიშვილს სარფიანად დაფინანსება და საარჩევნო სიის ათეულში ჩასმა, კატეგორიულად  მოსთხოვა.

ჯონდი ყოველთვის ვაჭრობდა. მაშინაც, როცა, პარლამენტის კულუარებში  საუბრობდნენ, რომ  ჯონდი უმრავლესობას, ცაგარეიშვილის ფრაქციის დაშლის სანაცვლოდ, 2012 წლის  საპარლამენტო სიაში ჩასმაზე  ევაჭრებოდა. მაშინაც, როცა „ქრისტიან-დემოკრატებს“ „ცარიელებს“ უწოდებდა და ალასანიასთან დარბოდა „რვიანში“ და  ახლაც, როცა ჯონდის „რესპუბლიკელები“ დასანახავად ვერ იტანენ და ის ბიძინასთან მაინც დარბის.

არა და დრო იყო,  „პრესა . ჯის–თან“  საურბისას ჯონდი ცაგარეიშვილთან უსიამოვნებას არ მალავდა. ციტატა მისი ინტერვიუდან: „ცაგარეიშვილთან არ ვთანამშრომლობდი, მაგრამ ლორთქიფანიძესთან ერთად, რამდენიმე საკითხზე მიმსჯელია კიდეც.. მართალი გითხრათ, პარლამენტში შემოსვლის დროს, ფრაქციის შექმნა მსურდა, მაგრამ ეტყობა, მაშინ მიზიდულობა ნაკლები მქონდა და  სხვამ მაჯობა, რადგან ფრაქცია სხვებმა შექმნეს.“  მაგრამ ბიძინას ახლა  წვრილფეხა „ხულიგნებიც“  სჭირდება და  ჯონდიც სარფიანად ვაჭრობს.

თუმცა, ბაღათურიას   ბიოგრაფიაში მხოლოდ ეს ხულიგნური გამოხტომები არ შეინიშნება. ბაღათურია, მსგავსი ქუჩური გამოსვლებით ადრეც გამოირჩეოდა.  როგორც „პრესა ჯიმ“ შეიტყო და გადაამოწმა, ხულიგნობისთვის  მისი ძმა, ალკაზარ ბაღათურიაც  იყო დაკავებული.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ,  ჯონდი ბაღათურიას ძმას, ალკაზარ (ბოჩია) ბაღათურიას აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ხულიგან ბაღათურიას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ედება ბრალად. ბრალდების მიხედვით, ბაღათურიამ მოქალაქეს მობილური ტელეფონი წაართვა, ძირს დააგდო და ფეხებით განზრახ დააზიანა. ალკაზარ ბაღათურია სამართალდამცავებმა დიდუბის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სხვისი ქონების განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2008 წლის  5 იანვარს დააკავეს. როგორც მაშინ თვითმხილველები ყვებოდნენ, ფსიქიურ აშლილობამდე მისულმა ჯონდის ძმამ, რომელიც საარჩევნო უბანზე ოპოზიციის დამკვირვებელს წარმოადგენდა,  პოლიტიკურ ოპონენტს მობილური გამოგლიჯა და ძირს დაახეთქა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მაშინ, წყობიდან გამოსულ ალკაზარ ბაღათურიას  ის კაცი, ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს.

სხვათა შორის, ჯონდი ბაღათურიას ძმის სახელი, არაკეთილსინდისიერ მეწარმეობასთანაც ასოცირდება. ბაღათურიას ძმა და მამა ბათუმში საწარმოებს ფლობენ.   ჯონდი უხერხულობას არ გრძნობს,  მამა  სააქციო საზოგადოება ბათუმის რეზინა-ტექნიკური ქარხნის 50 პროცენტს რომ ფლობს. ვიდრე სხვისი მამის დირექტორობას მოიკითხავს, იქნებ თავისი ოჯახის წევრების არაკეთილსინდისიერ სამეწარმეო საქმიანობას გადახედოს. ცნობილია, რომ   ფინანსურმა პოლიციამ,  ბაღათურიების საკმაოდ შემოსავლიან ბიზნესში, დარღვევები დააფიქსირა.

0

ავტორი: