"ივანიშვილმა ბურჯანაძესთან 500 ათასად ღირებული ფარული გარიგება „გააფორმა“ "ივანიშვილმა ბურჯანაძესთან 500 ათასად ღირებული ფარული გარიგება „გააფორმა“ /> "/> " />


  18:53:03     01-03-2012

"ივანიშვილმა ბურჯანაძესთან 500 ათასად ღირებული ფარული გარიგება „გააფორმა“

a15677.jpg

„პრესა.ჯი“-მ სკანდალური და სარწმუნო ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ მეოცნებე ქართველ მილიარდერსა და ნინო ბურჯანაძეს შორის ფარული შეთანხმება მოხდა.

რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძე ის ჩიტი არაა, მსგავსი, პოლიტიკური შინაარსის შეთანხმებები უანგაროდ მიიღოს: ბიძინა ივანიშვილს ეს გარიგება „სულ რაღაც“ 500 ათასი დაუჯდა...

ცნობილია, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ივანიშვილმა ღიად გამოხატა პოლიტიკაში ჩართვის სურვილი, ის გარკვეულწილად, თავშეკავებულად საუბრობს ნინო ბურჯანაძის შესახებ - არც ღიად აკრიტიკებს და არც თავის გუნდში ეპატიჟება.

ანალოგიურად იქცევა ნინო ბურჯანაძეც - მილიარდერიც და საშუალოზე მეტი სიმდიდრის პოლიტიკოსი ქალიც აშკარად ერიდებიან ერთმანეთის გინებას, ამავდროულად, ივანიშვილიც და მისი გარემოცვაც არ გამორიცხავს, რომ ნინო ბურჯანაძესთან ითანამშრომლებს.

ამ უცნაური დამოკიდებულების მიზეზი ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ბევრისთვის ცხადი გახდება:

ბიძინა ივანიშვილმა 500 ათასად იყიდა თითქოსდა, „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ძალა, ხოლო გადამწყვეტ მომენტში ნინო ბურჯანაძე, თავისი „სახალხო კრებით“, შეფიცულ-დაგინებულებითა და ჭადრაკის კომბინაციებდავიწყებული ჩემპიონებით ბიძინას გვერდით დადგება, იტყვის რა, რომ მხარს არ უჭერდა ბრძოლის მისეულ მეთოდს, მაგრამ მეტის მოთმენა შეუძლებელია...

ამავდროულად, ბურჯანაძის ეს, წინასწარ ნაყიდი ნაბიჯი სხვა, მეოცნებეთა შორის ვერმოხვედრილი ოპოზიციური პარტიებისკენაც იქნება მიმართული - გზავნილი იმის ნიშნად, რომ ქუჩაში ერთად დგომის დრო მოვიდა...

რასაკვირველია, ამ გეგმის შედგენაში ბიძინა ივანიშვილს ვერც ფროიდისა თუ „მენცართა“ ფსიქოანალიზი დაეხმარებოდა და ვერც ახალი მეკავშირეები გამოადგებოდნენ - ქართველმა ხალხმა კარგა ხანია იცის, რომ მსგავსი სცენარი ჩრდილოეთით მდებარე ერთ გუმბათებიან, გალავანშემოვლებულ და წითელვარსკვლავიან-კურანტებიან ნაგებობათა კომპლექსში იწერება...".

0

ავტორი: